ათეა საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP – Best Practice Program) ფარგლებში რეგიონული კონფერენციების ციკლს განაგრძობს
2019-10-11 15:22:342019 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსის (BPP – Best Practice Program) გამოცხადებამდე, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) რეგიონული კონფერენციების ციკლს განაგრძობს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ეფექტიანობისა და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში გამართული შეხვედრები, რომლებიც საქართველოს მუნიციპალიტეტებში საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენასა და მათი გამოცდილების სხვა მუნიციპალიტეტებისთვის გაზიარებას ისახავს მიზნად, უკვე 6 რეგიონში ჩატარდა.
ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - ნათია ღვინაშვილი, ასოციაციის ექსპერტებთან - ნინო ზურაბიშვილთან და კახა გურგენიძესთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე იმერეთისა და გურიის მხარეების მუნიციპალიტეტების უმაღლესი თანამდებობის პირებსა და თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა და დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
2019 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის, საკონკურსო თემების, ასევე კონკურსის მიმდინარეობის ეტაპებისა და შეფასების კრიტერიუმების განხილვის შემდეგ, კონფერენციის მონაწილეებმა, მოქალაქეთა ჩართულობის მხრივ რეგიონებში არსებულ გამოცდილებასა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
შეხვედრებზე საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ვებ-პორტალის სატესტო ვერსიის პრეზენტაციაც გაიმართა, რომლის მუშაობის სპეციფიკასა და გამოყენების წესებზე ათეა-ს ექსპერტმა - ნინო ზურაბიშვილმა და „ელექტრონული მმართველობა საქართველოსათვის“ წარმომადგენელმა - თეა ტურაშვილმა ისაუბრეს.
ანალოგიური შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება.
პროექტი -"ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, კვლევით ცენტრ - PMC (საქართველო)-სთან და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALRG) თანამშრომლობით ახორციელებს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობისა და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას. ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას.