ქართულმა დელეგაციამ EU-EaP ადგილობრივი ლიდერების სემინარში მიიღო მონაწილეობა

2024-12-04 00:00:00

SALAR International-ისა და  ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) ორგანიზებით, 28 ნოემბერს, ბრიუსელში EU-EaP ადგილობრივი ლიდერების სემინარი სახელწოდებით - "ადგილობრივი მმართველობის შესაძლებლობების გაძლიერება ევროკავშირის ჩართულობისთვის აღმოსავლეთ სამეულში - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა" გაიმართა.  

უცხოელ კოლეგებთან ერთად, ქართული მხრიდან სემინარში ჩართულნი იყვნენ PLATFORMAის სპიკერი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ლევან 
აბაშიძე, ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის (CORLEAP) წევრი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, ნინო ლაცაბიძე და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატი, ნინო ვარდოსანიძე. 

შეხვედრის მიზანს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

სესია დისკუსიის ფორმატს მოიცავდა, სადაც ქართულმა მხარემ ევროინტეგრაციის გზაზე ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე გაამახვილა ყურადღება.  

როგორც ლევან აბაშიძემ განმარტა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში აუცილებელია ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობა, რადგან საბოლოო ჯამში ევრო დირექტივების დაახლოებით 70/%-ის იმპლემენტაცია სწორედ ადგილობრივ დონეზე ხორციელდება.

სემინარზე, რომელიც  საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორმა და ბრიუსელის ოფისის ხელმძღვანელმა მარკუს ჰოლმბერგმა და SALAR-ისა და PLATFORMA-ს დირექტორმა ბორის ტონჰაუზერმა გახსენს, რეფორმების განხორციელებასა და ადგილობრივ კონტექსტებთან ადაპტაციაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციების ჩართულობაზე იმსჯელეს, ასევე ყურადღება გამახვილდა 2027 წლამდე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებში ადგილობრივი ჩართულობის როლზე.​

​სემინარს ფასილიტაციას უწევდა ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) გენერალური მდივანი - ფაბრიციო როსი.


ფოტო გალერეა