ათეა-მ კახეთის მხარეში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

2024-11-21 16:35:00

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვუნულმა ასოციაციამ სამუშაო შეხვედრა გამართა კახეთის მხარეში გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულ ორგანიზაციებთან.

შეხვედრა პროექტის ,,ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში მოეწყო, რომელსაც ფასილიტაციას უწევდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი, პროექტის ანალიტიკოსი, მარიკა ჯობავა.

შეხვედრის მონაწილეებს ათეა-ს წამყვანმა კონსულტანტმა - თამარ ფრანგიშვილმა ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მანდატი გააცნო და „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის ევროპული ქარტიის“  განხროციელებაში სამოქალაქო სექტორის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
 

შეხვედრის ფარგლებში დისკუსია გაიმართა, სადაც რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. მონაწილეებმა ასევე საკუთარი რეკომენდაციები წარმოადგინეს.

სამუშაო შეხვედრა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში მოეწყო, ორგანიზებული იყო  ათეა-სა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობით, პროექტის ,,ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ.  

ფოტო გალერეა