ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას უერთდება

2024-11-25 00:00:00

დღეს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია დაიწყო!

აღნიშნულ კამპანიას საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა)  წევრ მუნიციპალიტეტებთან ერთად უერთდება.

კამპანიის ფარგლებში ათეა  გააჟღერებს მესიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად.

კამპანიის მიმდინარეობისას, ასოციაცია, ასევე გაავრცელებს ნარატიულ ინფორმაციას ძალადობის ფორმებისა და სახეების თაობაზე.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია, რომელიც მთელს მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.

​კამპანიის პერიოდში, ასევე აღინიშნება უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღე (29 ნოემბერი), შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე (1 დეკემბერი), მოხალისეთა საერთაშორისო დღე (5დეკემბერი) და მონრეალში მომხდარი ტრაგედიის ხსოვნის დღე (6 დეკემბერი).