თამარ ტალიაშვილმა და დავით მელუამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა
2019-10-25 20:03:03ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტმა - თამარ ტალიაშვილმა და ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლებთან - იანა ბერიანთან, გიორგი დაბრუნდაშვილთან, დავით ქათამაძესთან და ლაშა ჭიჭინაძესთან, ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან - გიორგი ტატუაშვილთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი ლიდერების ფორუმში მიიღეს მონაწილეობას.
ორდღიანი ღონისძიება, რომელიც ვილნიუსში გაიმართა, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და კარგი პრაქტიკის გაზიარებას ისახავდა მიზნად.
ფორუმზე, რომელსაც ევროპის ქალაქების და მუნიციპალიტეტების მერები, ასევე, ევროკომისიის, ევროპის საბჭოს, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს, ევროპის ადგილობრივი ხელისუფლების საკონსულტაციო პლატფორმის (PLATFORMA) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ლიეტუვის ცენტრალური ხელისუფლებისა და ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს გენერალურ მდივათან ერთად, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა თამარ ტალიაშვილმა. .
სხდომაზე გამომსვლეთა ძირითადი აქცენტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მდგრადი განვითარების მთავარ პრიორიტეტებს, შედეგებსა და სამომავლო გამოწვევებზე გაკეთდა.
თამარ ტალიაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური სრულყოფის პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაციისა და ამ მიზნების შესრულებაში მუნიციპალიტეტების როლის გაზრდის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა ფორუმის მონაწილეებს საქართველოს დეცენტრალიზაციის რეფორმის მიღწევები გააცნო და ადგილებზე კარგი მმართველობის დამკვიდრების კუთხით, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის როლსა და მიღწევებს გაუსვა ხაზი.
ღონისძიების მეორე დღე ლიეტუვას რესპუბლიკის საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო, სადაც ფორუმის მონაწილეებს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სიტყვით მიმართა.
დავით მელუამ მოხსენებაში, საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესზე ისაუბრა და ფართოდ მიმოიხილა ის საერთაშორისო პროექტები, რომლებიც საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. მანვე, დამსწრე საზოგადოებას დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგიის მიზნები და ამოცანები გააცნო და ამ სტრატეგიის შესრულებაში ევროპული პარტნიორების მონაწილების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს კონგრესის სახელით აღმოსავლეთ პარტიორობის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების საჭიროებებზე და პრიორიტეტბზე, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის პრინციპების რეალიზაციაში კონგრესის როლზე გაამახვილა ყურადღება.
დავით მელუამ კი, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, დეცენტრალიზაციის პროცესში ათეას როლზე, ინტერესთა ადვოკატირების ინსტრუმენტებზე და პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის გზებზე ისაუბრა.
ფორუმის დასასრულს სამუშაო ჯგუფები შეთანხმდნენ რეკომენდაციათა პაკეტზე, რომელიც ფორუმის შემაჯამებელი კომისიის მიერ დადებითად შეფასდა და შემდგომი რეაგირებისთვის ევროკომისიას გადაეგზავნა.
ქართული დელეგაცია ვილნიუსში ევროსაბჭოს პოლიტიკური პლატფორმის (PLATFORMA) მიწვევით იმყოფებოდა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 საიუბილეო ფორუმი, ლიეტუვას ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის, ლიეტუვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პლატფორმის (PLATFORMA) ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა.