საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გამართა
2019-12-20 18:44:20საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, აღმასრულებელი საბჭოს რიგით XXXIII სხდომა მოიწვია.
საბჭოს წევრებმა ასოციაციის მიერ ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები და ღონისძიებები შეაჯამეს და ბიუჯეტის შესრულების საკითხზე იმსჯელეს.
მიმდინარე წლის დასკვნით სხდომაზე, რომელსაც ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტი - გიორგი ტყემალაძე თავმჯდომარეობდა, ორგანიზაციის სამომავლო გეგმებიც განიხილეს.
ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მთავარ მმართველ ორგანოს წარმოადგენს, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობის ყველა მიმართულების შესახებ იღებს გადაწყვეტილებებს.