თამარ ტალიაშვილმა საქართველოს ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაციისთვის საერთაშორისო პლატფორმა კიდევ ერთხელ გამოიყენა
2020-03-09 15:06:47საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტი - თამარ ტალიაშვილი, ევროსაბჭოს კონგრესის (Congress of the CoE), ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR), ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმისა (PLATFORMA) და ათეა-ს (NALAG) სახელით, გაეროს ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კამპანიაში “power2her” ჩაერთო.
თამარ ტალიაშვილის მიმართვა ქალთა უფლებების დაცვის თანასწორობის მიღწევისა და მსოფლიო გლობალური გამოწვევების ფონზე ქალთა განსაკუთრებულ როლს შეეხებოდა. მან, საქართველოს ოკუპაციის საკითხის ხაზგასასმელად, საერთაშორისო მედია პლატფორმა კიდევ ერთხელ გამოიყენა და ვიდეო მიმართვა ჩაწერა, რომელსაც ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭო (CEMR) საკუთარ სოციალურ ქსელში „ტვიტერი“ აქვეყნებს.
თამარ ტალიაშვილი, ასევე ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტია.
იხილეთ ვიდეო მიმართვა: https://twitter.com/CCRECEMR/status/1236622694826881025?fbclid=IwAR2sN0R4fz3_-rKdelD6cgl2GxnLIWKPoaGdvktczyN120oVpkSrfqusp7Y