კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ათეა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის
2020-03-12 18:21:58კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების თანახმად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის.
იმისთვის, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული უსაფრთხოება და ამავდროულად, ხელი არ შეეშალოს ორგანიზაციის საქმიანობას, გარდა განსაკუთრებული ან/და გადაუდებელი აუცილებლობისა, ასოციაცია, როგორც საერთაშორისო, ისე სამთავრობო თუ კერძო სექტორთან ელექტრონულად გააგრძელებს კომუნიკაციას.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერ მინისტრმა - გიორგი გახარიამ სახელმწიფო უწყებებსა და კერძო ორგანიზაციებს, შესაძლებლობების ფარგლებში, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლის რეკომენდაციით მიმართა.
ორგანიზაციის კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელ ნებისმიერ საკითხზე გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ მისამართზე- office@nala.ge
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) გისურვებთ ჯანმრთელობას.