ინტერვიუ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარესთან - თამარ ყეინიშვილთან

2021-08-23 14:13:41

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), თვითმმართველ ერთეულებში არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოებთან მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს  და პროექტის - „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში შექმნილი მედია ქსელის მეშვეობით ეტაპობრივად  აქვეყნებს ინტერვიუებს, რომლებიც  მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებსა და აღნიშნული მიმართულებით თვითმმართველი ერთეულების მიერ დაგეგმილ აქტივობებს მოიცავს.


კარგი მაგალითებისა და პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ათეა-ს მედია ქსელი,  ამჯერად  ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის - თამარ ყეინიშვილის ინტერვიუს გთავაზობთ.

 

ქალბატონო თამარ, ახმეტის მუნიციპალიტეტი გამორჩეულია ეთნიკური მრავალფეროვნებით. შესაბამისად, განსხვავებულია საჭიროებები და პრიორიტეტები. საინტერესოა, რა გამოწვევების წინაშეა თქვენი მუნიციპალიტეტი?

საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობას, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა. ამ მხრივ გამონაკლისს არც ახმეტის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს. როგორც ბრძანეთ, იგი გამოირჩევა ეთნიკური მრავალფეროვნებით, წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციული ღირებულებების მიმართ მგრძნობიარე დამოკიდებულებით, გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული არა ერთი გამოწვევითა და მოწყვლადი ჯგუფების არსებობით.  სწორედ ამიტომ, ყველა ეს საკითხი ახმეტის მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვ?0??V0??V?Nv?V???V???VP??V@P??Vა, რომ გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია მდგრადი ინსტიტუციური, სამართლებრივი და ორგანიზაციული მექანიზმების გაძლიერება, რაც თვითმმართველობის ორგანოებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა აქტიური თანამშრომლობითაა განპირობებული.

როდის შეიქმნა  გენდერული თანასწორობის საბჭო და რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს იგი ახმეტის მუნიციპალიტეტში?


ახმეტის მუნიციპალიტეტში ქალთა და კაცთა თანასწორობის გასაუმჯობესებლად და გენდერული ბალანსის დამკვიდრების ხელშესაწყობად პირველი ნაბიჯები  2017 წელს გადაიდგა, როდესაც  საკრებულომ, მის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად, გენდერული თანასწორობის საბჭო შექმნა.
ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ეს არის ახალი და მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რგოლი, რომელიც გენდერული პოლიტიკის დეცენტრალიზაციას უზრუნველყოფს და ადგილობრივ დონეზე ქმედით ბერკეტს წარმოადგენს.
გენდერულ საბჭოს დაარსების დღიდან  პირადად ვხელმძღვანელობ, რაც ჩემთვის დიდი პატივი და  ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაა.
ლოგიკურია, აღნიშნული საბჭო გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვაზეა ორიენტირებული და მეც, ცხადია, კოლეგებთან ერთად ვცდილობ  ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში არსებული არც ერთი გამოწვევა არ დავტოვო ყურადღების მიღმა.

რა ღონისძიებებს ახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის 
მიზნით?


ახმეტის მუნიციპალიტეტს ადრეც ჰქოდნა და ახლაც აქვს გენდერული თანასწორობის ორწლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის  ძირითად პრიორიტეტებსაც  გენდერული თანასწორობის საბჭოს  გაძლიერება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა, ასევე, აღნიშნული მიმართულებით მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცნობადობის ამაღლება, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების განსაზღვრა და განხორციელება წარმოადგენს. 

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), შეიმუშავა მუნიციპალური სამოქმედო გეგმის დამხმარე სახელმძღვანელო, რაც  მნიშვნელოვნად შეგვიწყობს ხელს, რომ დოკუმენტი უფრო სრულყოფილი და რეალისტური გავხადოთ.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ამავე ორგანიზაციის ადვოკატირებით, ახმეტის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველი შეუერთდა ევროპულ ქარტიას „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ“, რაც ძალიან გვეამაყება.

რაც შეეხება სხვა აქტივობებს - ახმეტაში, მერიის შენობაში მოეწყო სათანადოდ აღჭურვილი სივრცე  -„ქალთა ოთახი”, რომლის მიზანსაც, ქალებისთვის საჭირო ინფორმაციისა და სერვისების მიწოდება, გენდერული თანასწორობის საკითხებში ქალთა ცნობიერების ამაღლება და ასევე, მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ქალთა მონაწილეობის გაზრდა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ქალთა ოთახის მენეჯერი აქტიურად მონაწილეობს გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობაში.

სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის შექმნილია გვერდი - ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო“, სადაც რეგულარულად ხდება სათანადო ინფორმაციის განთავსება, როგორც განხორციელებული საქმიანობების, ასევე, გენდერული თანასწორობისა და მეინსტრიმინგის საკითხებთან დაკავშირებით არსებული სხვადასხვა სიახლეების შესახებ. დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომია ყველა საჭირო თემატური ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ მათ, ასევე, ეძლევათ ეფექტური კომუნიკაციის შესაძლებლობა საკუთარი მოსაზრებების გასაზიარებლად.

ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები რეგულარულად მონაწილეობენ  როგორც ცენტრალურ, ასევე, ადგილობრივ დონეზე პარტნიორთა მიერ ორგანიზებულ ონლაინ თუ პირისპირ გამართულ ტრენინგებში, სემინარებში, სამუშაო შეხვედრებსა და კონფერენციებში.
გენდერული თანასწორობა, პროფესიული განათლება, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, გენდერული ბიუჯეტირება, შიდა ტურიზმის განვითარების პერსპექტივები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობისა  და ასევე,  ნაადრევი ქორწინების პრევენცია, ქალთა უფლებების დაცვა და მათი პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება,  - ეს  ის საკითხებია, რომლებიც ზემოაღნიშნული შეხვედრების განხილვის თემებს მოიცავს. რაც შეეხება სამიზნე ჯგუფებს, მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის საჯარო უწყებების თანამშრომლები, ასევე, ადგილობრივი თემის წევრები და ლიდერები წარმოადგენენ.

არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ პანკისის ხეობაში მცხოვრებმა ქალებმა  ჩამოაყალიბეს ,,უხუცეს ქალთა საბჭო“, რის შედეგადაც საგრძნობლად იზრდება ქალთა აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი თემის პრიორიტეტების განსაზღვრასა და პროექტების დაგეგმვაში.

თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობის გათვალისწინებით, რეგულარულად მიმდინარეობს ღონისძიებები ცხოვრების ჯანსაღი წესის დასანერგად - შექმნილია ფეხბურთელ და კალათბურთელ გოგონათა გუნდები.

ყოველწლიურად ვუერთდებით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას. მაგალითად, ცნობიერების ამაღლების მიზნით, წინა წელს  ჩავწერეთ ვიდეო-მიმართვა ,,არა ძალადობას!“, რომელიც სოციალური ქსელით გავავრცელეთ.

მოეწყო საშობაო საქველმოქმედო ინტერნეტ აუქციონი, რომლის ფარგლებშიც სამი კვირის მანძილზე შეგროვებული თანხითა და საკვები პროდუქტებით ორ მარტოხელა და მრავალშვილიან დედას დავეხმარეთ.

რეგულარულად ხდება პარტნიორთა მობილიზება და ფონდებისა თუ რესურსების მოძიება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სრული მხარდაჭერა აქვს ყველა იმ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციას, ვინც გენდერული თანასწორობის კუთხით მუშაობს და ადგილობრივი საჭიროებების იდენტიფიცირებასა და მათზე რეაგირებაში გვეხმარება.

მინდა დიდი მადლიერება  გამოვხატო ჩვენი პარტნიორების მიმართ და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას (ათეა/NALAG), ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრს“ (WIC), საქართველოს სახალხო დამცველს, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდს (KRDF), ასევე,  ,,ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“(ISC), ქალთა ფონდს საქართველოში (WFG),  გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women),  გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC),  გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებასა (GIZ) და  მსოფლიო ბანკს კვლავ დავუდასტურო  მზაობა სამომავლო თანამშრომლობისთვის.

 

რა ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს გენდერული თანასწორობის საბჭო სამომავლოდ?

ვფიქრობ, გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის კუთხით მიმართული საქმიანობა შემდგომში უნდა განხორციელდეს საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებაზე დაყრდნობით, უკვე არსებული კარგი მაგალითების შესწავლით და გაზიარებით.

ამასთან, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების და ინტერესების გათვალისწინება, მაქსიმალურად ინკლუზიური და გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების გამოყენება.
მოწყვლადი ჯგუფების  საჭიროებებზე დროული და ეფექტური რეაგირებისა და თანაბარი განაწილების უზრუნველსაყოფად კი, აუცილებელია სათანადო მუნიციპალური პროექტების დაგეგმვა. ასევე, სხვა დაინტერესებულ პირთა და პარტნიორთა მობილიზება და მხარდაჭერა. 
ხანდაზმულთა და ბავშვთა, ასევე, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა უფლებების დაცვა და მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა, ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების გატარება და გენდერული ბიუჯეტირება - ეს ის ძირითადი  საკითხებია, რომლებსაც მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.