ათეა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსთან თანამშრომლობით გამოფენას აწყობს
2021-11-11 16:55:16საქართველოს ადგილობრივ თვთმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამოფენა "ჩვენი სამშობლო - ცვლილებების გზები" მოეწყო.
ღონისძიება, რომელსაც ათეა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსთან თანამშრომლობით ახორციელებს, 10 სტენდს მოიცავს, სადაც ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქების განვითარების საუკეთესო პრაქტიკებია ასახული.
გამოფენა დღეს, ქობულეთის მერიისა და ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებმა - ლევან ზოიძემ და ივანა ბურსიკოვამ გახსნეს, რომლებმაც სიტყვით გამოსვლისას ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების მიზნით, ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლოდ, აღნიშნული მიმართულებით არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვეს.
გამოფენა, რომელსაც ამჯერად ქობულეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლი მასპინძლობს, 25 ნოემრიდან -30 ნოემბრის ჩათვლით, ქალაქ ფოთში, კოლხური კულტურის მუზეუმში გადაინაცვლებს.
ღონისძიებას, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი - პეტრ მიკისკა გახსნის.