ათეა მოხალისეთა საერთაშორისო დღეს უერთდება
2021-12-05 10:20:15საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია მოხალისეთა საერთაშორისო დღეს უერთდება.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1985 წლის 17 დეკემბერს მიღებულ რეზოლუციაში ხაზი გაუსვა მოხალისეობრივი საქმიანობის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში და წევრ სახელმწიფოებს შესთავაზა ყოველწლიურად აღენიშნათ 5 დეკემბერი, როგორც მოხალისეთა საერთაშორისო დღე.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თარიღი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ნაწილია, რომელშიც ათეა წევრ მუნიციპალიტეტებთან ერთად აქტიურადაა ჩართული.