CEMR-ის ახალგაზრდულ კომიტეტს საქართველოდან 2 წევრი შეემატა
2022-06-27 00:00:00საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ეგიდით, CEMR-ის ახალგაზრდა არჩეულ თანამდებობის პირთა კომიტეტის შემადგენლობას საქართველოდან 2 წარმომადგენელი, თბილისისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები - გურამ ოქროპირიძე და მაგდა კოსტავა შეუერთდებიან.
აღსანიშნავია, რომ CEMR-ის ახალგაზრდულ კომიტეტში, რომელიც 40 წლამდე ასაკის თანამდებობის პირებითაა დაკომპლექტებული, საქართველო პირველად ერთვება.
აღნიშნული კომიტეტის მიზნებს, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, ევროპელ ახალგაზრდა ლიდერებს შორის დიალოგის პლატფორმის შექმნა, ახალგაზრდა არჩეული წარმომადგენლებისთვის, ევროპული ინსტიტუტების მიერ შემოთავაზებული ძირითადი პოლიტიკისა და შესაძლებლობების გაცნობა და ასევე, CEMR/PLATFORMA-ისა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გამართულ საერთაშორისო ღონისძიებებში ჩართულობა წარმოადგენს, რაც კომიტეტის წევრებს საშუალებას მისცემს წარმოაჩინონ და დაიცვან საკუთარი ქვეყნის ახალგაზრდული ინტერესები.