ათეა წევრ მუნიციპალიტეტებს ევროპის ადგილობრივი დემოკრატიის კვირეულში ჩართვას სთავაზობს
2022-09-26 00:00:00საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, წელსაც აქტიურად ჩაერთვება ევროპის ადგილობრივი დემოკრატიის კვირეულში, რომელიც ყოველი წლის 15 ოქტომბრის კვირაში იმართება.
ათეა, როგორც ერთის მხრივ, ევროსაბჭოს კონგრესის პარტნიორი, ხოლო მეორეს მხრივ, თვითმმართველი ერთეულების ქოლგა ორგანიზაცია, წევრ მუნიციპალიტეტებს თემატური ღონისძიებების დაგეგმვის რეკომენდაციას უწევს, რაც ადგილობრივ დონეზე დემოკრატიისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
2021-2022 წლების ევროპული კვირეულის თემატიკას “გარემოს დაცვა: ადგილობრივი თემების პროცესში ჩართვა” წარმოადგენს. ძირითადი აქცენტი კი, თვითმმართველ ერთეულებში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების 2030 (SDG) გაძლიერებაზე კეთდება.
აღსანიშნავია, რომ ევროპული ადგილობრივი დემოკრატიის კვირეულის მიმდინარეობისას, წვერი ქვეყნების მუნიციპალიტეტებს, ასევე, საშუალება ეძლევათ მიიღონ კვირეულის „პარტნიორის“ სტატუსი.
აღნიშნული სტატუსის მოსაპოვებლად, დაინტერესებულ მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ გაეცნონ კრიტერიუმებს და დარეგისტრირდნენ მოცემულ ბმულზე https://www.congress-eldw.eu/en/page/377-partner-status.html
ათეა, როგორც ქვეყნის 64-ვე მუნიციპალიტეტის გამაერთიანებელი ორგანიზაცია, იცავს მათ ინტერესებს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ასოციაცია ასევე, წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პარტნიორს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის თვითმმართველობათა პალატაში საქართველოს დელეგაციის წარდგენისას.