ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან გლობალურ კამპანიაში წელსაც აქტიურად ჩაერთვება
2022-11-23 00:00:00საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან გლობალურ კამპანიაში წელსაც აქტიურად ჩაერთვება.
აღსანიშნავია, რომ ათეა, როგორც თვითმმართველი ერთეულების ქოლგა ორგანიზაცია, წევრ მუნიციპალიტეტებს, რეკომენდაციას უწევს დაგეგმონ თემატური ღონისძიებები, რომლებიც ძალადობის პრევენციის ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია, რომელიც მთელს მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.
კამპანიის პერიოდში, უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღე (29 ნოემბერი), შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე (1 დეკემბერი), მოხალისეთა საერთაშორისო დღე (5დეკემბერი) და მონრეალში მომხდარი ტრაგედიის ხსოვნის დღე (6 დეკემბერი) აღინიშნება.