ათეა უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღეს უერთდება
2022-11-29 00:00:00საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღეს უერთდება, რომელიც 2004 წელს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი ქალების ღვაწლის აღსანიშნავად დაწესდა.
აღნიშნული თარიღი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ნაწილია, რომელშიც ათეა წევრ მუნიციპალიტეტებთან ერთად აქტიურადაა ჩართული.