შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე
2022-12-01 07:35:00საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს უერთდება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თარიღი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ნაწილია, რომელშიც ათეა აქტიურადაა ჩართული.
მსოფლიო შიდსის დღე 1988 წლის 1 დეკემბერიდან აღინიშნება და აივ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოს გაერთიანებას, ასევე ინფექციით დაავადებული ადამიანების მხარდაჭერასა და მის შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნის პატივისცემას ისახავს მიზნად.