პირველი ეროვნული კონფერენცია გენდერული თანასწორობის საკითხებზე
2022-12-15 13:35:00საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, CEMR-ში ეროვნული კოორდინატორი და ექსპერტი - ნათია ღვინაშვილი, საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფის, ქვეყნის ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით გენდერული თანასწორობის საკითხებზე გამართულ პირველ ეროვნულ კონფერენციას დაესწრო.
ღონისძიებაზე, რომელიც სასტუმროში- „თბილისი მარიოტი“ მოეწყო, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდასა და პოლიტიკაში ჩართული ქალების მიმართ ძალადობის და ფემიციდის აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს.
ეროვნულ კონფერენციას, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში პაველ ჰეჩინსკი, გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, შვეიცარიის ელჩი საქართველოში ჰეიდი გრაუ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ მაღალი დონის შეხვედრები ყოველწლიურად, ტრადიციულად გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ტარდება. ეროვნული კონფერენცია გენდერული თანასწორობის საკითხებზე სწორედ ამ კამპანიის დახურვის ღონისძიებას წარმოადგენდა, რომელიც გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისთვის” მესამე ფაზის ფარგლებში, შვედეთის მხარდაჭერით მოეწყო.