რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA-ს) საბაზისო კურსი ადგილობრივი მოხელეებისა და თანამშრომლებისთვის
2023-11-14 00:00:00ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოში შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA-ს) ორდღიან ონლაინ უფასო საბაზისო კურსში ჩართვას სთავაზობს.
RIA მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმია, რომლის მომზადებაც 2020 წლიდან სავალდებულო გახდა მთავრობის მიერ ინიცირებული რიგი ნორმატიული აქტებისათვის.
ონლაინ ტრენინგი ჩატარდება 28 ნოემბერს, 12:00-14:00 სთ, ZOOM-ის პლატფორმაზე.
შეთავაზებული ონლაინ სატრენინგო კურსის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების განვითარება და ეფექტიანი რეგიონული პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა. თვითმმართველობები და ადგილობრივი ინსტიტუციები განსაკუთრებით საჭიროებენ გამოცდილების გაზიარებას RIA-ს, როგორც მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებაში, რაც მათ დაეხმარება მომავალი გადაწყვეტილებების და გატარებული პოლიტიკის სარგებლის მაქსიმალურად გაზრდაში.
სატრენინგო კურსზე დასასწრებლად, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ არაუგვიანეს 25 ნოემბრისა.
იხილეთ სარეგისტრაციო ბმული - https://forms.gle/vH2Eb2cce3szRqrK7
აღნიშნულ კურსს ფასილიტაციას გაუწევენ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი, დავით კეშელავა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, მარიამ ლობჯანიძე.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი (ISET Policy Institu te ) 2011 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ბაზაზე შეიქმნა და მედიის, ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოების თუ საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციების მიერ აღიარებულია როგორც ეკონომიკური კვლევების და ანალიტიკის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია საქართველოში.