ათეა ევროპის საბჭოს კონგრესს 30 წლის იუბილეს ულოცავს
2024-01-18 00:00:00საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პარტნიორი - ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, 30 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ათეა, ევროპის საბჭოს კონგრესს ულოცავს აღნიშნულ თარიღს და ერთობლივი ძალისხმევით, სამომავლოდ, კიდევ უფრო ნაოფიერი და მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების იმედს გამოთქვამს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, რომელიც ევროსაბჭოს მხარდაჭერით შეიქმნა, უკვე 20 წელია ერთგულად უწევს პარტნიორობას კონგრესს და ასრულებს ევროსაბჭოს ძირითადი ფასეულობების დაცვას, ადამინის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით.
2006 წლიდან, საქართველო წარადგენს დელეგაციას ევროსაბჭოს კონგრესში, რომლის მუშაობაც ემსახურება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას სხვადასხვა ევროპული მნიშვნელობის საკითხების, მათ შორის ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვის, გენდერული თანასწორობის, მდგრადი განვითარებისა და სხვა თემების განხილვისას.
როგორც ასოციაციისთვის, ასევე საქართველოსთვის, კონგრესი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პლატფორმას, რაც ქვეყანაში დეცენტრალიზაციის რეფორმის განხორციელებაში დახმარებასა და მხარდაჭერას გულისხმობს.
ევროსაბჭოს კონგრესი, 30 წლის წინ, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციის საფუძველზე ჩამოყალიბდა.
2023 წელს, კონგრესს რეიკიავიკის სამიტზე მიენიჭა კიდევ უფრო ძლიერი მანდატი, ხელი შეუწყოს ადგილობრივ და რეგიონულ დემოკრატიას, უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის პატივისცემა, ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება და კანონის უზენაესობის დაცვა ფართო დონეზე.
,,30 წლის შემდეგ კონგრესი კიდევ უფრო ამაყად აგრძელებს თავის მოღვაწეობას“, - აღნიშნავს კონგრესის გენერალური მდივანი, მეთიუ მორი.