ნინო ლაცაბიძემ, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის წარდგენისადმი მიძღვნილი შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
2024-01-18 19:25:0018 იანვარს, თბილისში საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის წარდგენისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად, ათეას ხელმძღვანელი პირები და მისი წევრი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა, მიზნად ისახავს დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობის გზით, საქართველოს ინსტიტუტების, კანონმდებლობისა და პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან შემდგომ დაახლოებას.
,,მნიშვნელოვანია, რომ გასული წლების სამოქმედო გეგმის შესრულება, ევროპის საბჭომ დადებითად შეაფასა", - აღნიშნა, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა, ნინო ლაცაბიძემ სიტყვით გამოსვლისას და დამსწრე საზოგადოებას, საკუთარ თვითმმართველ ერთეულში, ევროსაბჭოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.
,,ევროპის საბჭოს ჩართულობით რუსთავში არაერთი პროექტი განხორციელდა. მათ რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ მუნიციპალური სერვისების რეფორმის პროცესშიც, რომელიც უკვე ორი წელია, წარმატებით მიმდინარეობს რუსთავში. ქალაქის მართვაში მოსახლეობის ჩართულობის გასააქტიურებლად, არაერთ ახალ პროექტს ვგეგმავთ.
თვითმმართველობის მუშაობაში მოქალაქეების მონაწილეობა, ერთ-ერთი მთავარი საფუძველია იმისა, რომ საბოლოოდ, ახალი განვითარების, ნამდვილ ევროპულ ქალაქამდე მივიდეთ. ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის გამოცდილების გაზიარება, ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მათთან აქტიური თანამშრომლობისთვის", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე, ბიორნ ბერგემ უძღვებოდნენ, დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ, ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრმა და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ - ლევან ჟორჟოლიანმა, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა და ოზურგეთის საკრებულოს აპარატის უფროსმა, ნანა თავდუმაძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა 2023 წლის 18 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1478-ე სხდომის ფარგლებში იქნა მიღებული. აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად.