ვიდეო-რგოლი ევროსაბჭოსა და საქართველოს თანამშრომლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით
2024-01-22 00:00:00ევროპის საბჭომ , საქართველოსთან თანამშრომლობის 25 წლის აღსანიშნავად ვიდეო-რგოლი შექმნა, რომელშიც დეტალურადაა ასახული საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობა და საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე, საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, რომელიც ევროსაბჭოს მხარდაჭერით შეიქმნა, უკვე 20 წელია უწევს პარტნიორობას ევროპის საბჭოს კონგრესს, შესაბამისად, ათეა აქტიურად იღებდა მონაწილეობას საქართველო-ევროპის საბჭოს თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის (2024-2027) შექმნაშიც, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტების ხელშეწყობას ადამიანის უფლებათა დაცვაში, მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების დანერგვაში და ადგილებზე ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარებაში. ცალკე პრიორიტეტადაა გამოყოფილი გარემოს დაცვის და ენერგოეფექტურობის საკითხები რაც, ასევე მნიშვნელოვანია.
,,ჩვენ ვაპირებთ აქტიურად ვითანამშრომლოთ ევროპის საბჭოს ოფისთან სამოქმედო გეგმის განხორციელებაში და უზრუნველვყოთ განხორციელებული საქმიანობის მაქსიმალური შესაბამება მუნიციპალიტეტების საჭიროებებთან. ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალშიც გვექნება აქტიური კონსულტაციები ამ გეგმის ფარგლებში“, - განაცხადა ათეას აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციისას.
აღნიშნულ ვიდეო-რგოლში, მოცემულია ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის, ელჩის, თამარ ტალიაშვილის ინტერვიუ, რომელიც აცხადებს, რომ გასული ათწლეულის მანძილზე საქართველოსა და ევროსაბჭოს პარტნიორობამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ურყევი მისწრაფების გათვალისწინებით.
ვიდეო - რგოლი მომზადებულია ევროპის საბჭოს მიერ და მიზნად ისახავს ინფორმაციას საქართველო-ევროსაბჭოს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის შესახებ.
იხილეთ ვიდეო