ათეასა და LED პროექტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
2024-02-12 16:35:0012 თებერვალს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა (ათეა) და LED პროექტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საქართველოში დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა და რეგიონებში ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება.
პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ხელს შეუწყობს კარგი პრაქტიკის გაზიარებას და პროექტის მიერ მხარდაჭერილ საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმებში ადგილობრივი მხარეების ჩართულობის გაზრდას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს, ათეას აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ, საქართველოში LED პროექტის ხელმძღვანელმა, მაიკლ ჰეინესმა და მისმა მოადგილემ გვანცა ირემაშვილმა.