ნინო რუხაძემ UCLG-ის არაფორმალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
2024-02-23 00:00:0019-23 თებერვალს, ბარსელონაში გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო ორგანიზაციის (UCLG) არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორი და ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) ვიცე- პრეზიდენტი, ნინო რუხაძე იღებდა მონაწილეობას.
შეხვედრაში, მსოფლიოდან წარმოდგენილი 300 მდე დელეგატი, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერები და ასოციაციების ხელმძღვანელი პირები, ასევე ექსპერტები იყვნენ ჩართულნი.
UCLG-ის სამიტი რამდენიმე სესიად დაიყო, რომლებიც ფოკუსირებული იყო თემების ფართო სპექტრზე: ინკლუზიური და მდგრადი ქალაქები, სოციალური და სოლიდარული ეკონომიკა და ფინანსები, მდგრადი მობილურობა, გენდერული თანასწორობა ადგილობრივ დონეზე, მდგრადი და კლიმატის მქონე ჭკვიანი ქალაქები, ადგილობრივი ინტეგრაცია მიგრანტებისთვის, ინკლუზიური ადგილობრივი სერვისების მიწოდება, გამჭვირვალობა და ღია მმართველობა, სამშვიდობო ინიციატივები და ადგილობრივი თვითმმართველობების როლი გლობალური დღის წესრიგის განხორციელებაში.
შეხვედრებზე წარმოდგენილი იყო 2023 წლის ანგარიშები, რომლებიც აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, სხვადასხვა რეგიონებში არსებულ კარგ და საზიანო პრაქტიკებს მოიცავდა.
სესიებზე, ასევე ყურადღება გამახვილდა კაცობრიობის მომავლის პაქტის ძირითად ასპექტებზე და UCLG-ის მომავალი მსოფლიო კონგრესის დღის წესრიგზე.
5 დღის მანძილზე, მსჯელობისა და დელეგატების მიერ წარმოდგენილი წინადადებების გათვალისწინებით, სამიტის დასასრულს შემუშავდა სამოქმედო გეგმა.
შეხვედრის ორგანიზატორების განმარტებით, აღნიშნულიდოკუმენტი, გლობალური გამოწვევების აღმოფხვრაზეა ორიენტირებული, რაც კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის UCLG-ის წევრი ქვეყნების მუშაობას, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა UCLG-ის ევროპის სექციის მიერ დაარსებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ათეას აღმასრულებელი დირექტორი და CEMR-ის ვიცე- პრეზიდენტი, ნინო რუხაძეც იყო ჩართული.