ნინო რუხაძემ და კახა კახიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს
2024-06-13 00:00:00მუნიციპალიტეტებისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო რუხაძე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს, კახა კახიშვილს შეხვდა.
მხარეებმა, საკანონმდებლო საქმიანობაში თვითმმართველობების ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნული პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ერთობლივი მექანიზმების გაუმჯობესების პრინციპებზე და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შესაბამისი კომიტეტის ჩართულობით, კიდევ უფრო გააქტიურდება თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმები, მათ შორის გამოყენებული იქნება ათეა-ს პლატფორმები, რომლებიც მრავალდონიანი დიალოგის წარმართვას გულისხმობს.
შეხვედრის მონაწილეთა გადაწყვეტილებით, ასევე მოეწყობა ერთობლივი აქტივობები და შემუშავდება პროექტები, რაც მუნიციპალიტეტებს დეცენტრალიზაციის პროცესში ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და მხარეთა შორის კოორდინაციის გაძლიერებაში დაეხმარება.
სამუშაო შეხვედრაში, ასევე ჩართულნი იყვნენ ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ ბოჟაძე და კომიტეტის აპარატის თანამშრომლები.