მრავალდონიანი დიალოგის ხელშეწყობის მიზნით ათეა-ს ინიციატივით საქართველოს თვითმმართველი ქალაქების თემატური ჯგუფი დაფუძნდა
2024-07-11 00:00:00თვითმმართველი ქალაქების გამოწვევებთან, საჭიროებებთან, აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსიებისა და მრავალდონიანი დიალოგის წარმოების მიზნით საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით საქართველოს თვითმმართველი ქალაქების თემატური ჯგუფი დაფუძნდა.
პირველი შეხვედრა ქუთაისის მუნიციპალიტეტში მოეწყო, რომელიც ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო რუხაძემ და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა გახსნეს.
გამომსვლელების განცხადებით აღნიშნული პლატფორმით შეიქმნა დამატებითი ფორმატი, რომელიც ორიენტირებული იქნება თვითმმართველ ქალაქებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციურ დიალოგზე, რაც თავის მხრივ გულისხმობს პრიორიტეტულ მიმართულებებზე ერთიანი ხედვისა და საჭიროებების აღმოფხვრის მექანიზმების შემუშავებას.
თვითმმართველი ქალაქების მერებთან და მათ მოადგილეებთან ერთად, ფართომასშტაბიან შეხვედრაში ჩართულნი იყვნენ საქართველოს პარლამენტისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ათეა-ს ხელმძღვანელები, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები,
სესიები, რომლებსაც ნინო რუხაძე უწევდა მოდერაციას, დეცენტრალიზაციის საკითხებზე, მათ შორის დელეგირებული უფლებამოსილებების შესრულების პროცესში საკანონმდებლო ბაზის სრულყოფასთან დაკავშირებულ მიღწევებსა და არსებულ საჭიროებებზე დისკუსიებს დაეთმო.
თვითმმართველ ქალაქებთან მიმართებით დეცენტრალიზაციის შემდგომი ნაბიჯების განხილვისას მუნიციპალიტეტების მერებმა საკუთარი ხედვები, წინადადებები და ინიციატივები საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან მერაბ ქვარაისათან ერთად განიხილეს.
ფისკალური დეცენტრალიზაციისა და ტურისტული მოსაკრებლის შემოღებასთან დაკავშირებით კი დეტალური მსჯელობა გაიმართა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან გოგი მეშველიანთან და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მაია ომიაძესთან.
დღესვე ჯგუფის წევრებმა ცენტრალური ხელისუფლებისა და თვითმმართველი ქალაქების მიერ ჯანდაცვის პროგრამების თანადაფინანსების სქემები მიმოიხილეს, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ირინე ჯავახაძემ პრეზენტაციის სახით წარმოადგინა.
შეხვედრის დასასრულს სხდომის წევრები სამუშაო ჯგუფის მუშაობის პრინციპებზე შეთანხმდნენ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
აღსანიშნავია, რომ მრავალდონიანი დიალოგის წარმოების მიზნით ათეა-ს ინიციატივით ასევე დაფუძნდა თემატური ჯგუფი მაღალმთიანი რეგიონების მუნიციპალიტეტებისთვის,