ათეა-მ ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ახლადარჩეულ ელჩს საქართველოში დარიუს ვიტკაუსკას უმასპინძლა

2024-09-04 00:00:00

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო რუხაძემ ლიეტუვის რესპუბლიკის   საგანგებო და სრულუფლებიან ახლადარჩეულ ელჩს საქართველოში დარიუს ვიტკაუსკას უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ასოციაციის მხრიდან ასევე ესწრებოდნენ ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ტატიანა ბოკუჩავა და ორგანიზაციის საერთაშორისო პროექტების განვითარების მენეჯერი მარიამ ჯინჭარაძე.

ასოციაციის წარმომადგენლებმა დარიუს ვიტკაუსკას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს და საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და ლიეტუვის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.  მათი  განცხადებით საქართველოს თვითმმართველ ერთეულებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ  ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში, შესაბამისად აუცილებელია დეცენტრალიზებული თანამშრომლობის ხელშეწყობა და განვითარება იმ ევროპულ მუნიციპალიტეტებთან, რომლებსაც  ეს გზა უკვე განვლილი აქვთ.

შეხვედრის დასასრულს ლიეტუვის ელჩმა და ათეა-ს წარმომადგენლებმა ურთიერთთანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს და ორი ქვეყნის მუნიციპალიტეტებს შორის კიდევ უფრო აქტიური და მჭიდრო კავშირების გასაღრმავებლად კონკრეტული მიმართულებები განსაზღვრეს.   

დარიუს ვიტკაუსკასი საქართველოში​ ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად  მიმდინარე წლის 6 აგვისტოს დაინიშნა.