EcoYOU -ს ფარგლებში კასპის პროფესიული კოლეჯის სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო სემინარი მოეწყო
2024-10-21 00:00:0017 ოქტომბერს, ათეა-მ კასპის პროფესიული კოლეჯის სტუდენტებისთვის სემინარი გამართა.
ტრენინგი პროექტის "EcoYOU: ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე აზროვნება ეკომეგობრული ქცევისათვის" ფარგლებში მოეწყო და მას ასოციაციის საერთაშორისო პროექტების განვითარების მენეჯერთან, მარიამ ჯინჭარაძესთან ერთად, გორის სოციალური ,,სფეის კაფის'' დირექტორი და კლიმატის ცვლილებასა და გარემოს დაცვის საკითხებში ტრენერი, სოსო მეზვრიშვილი უძღვებოდა.
სემინარის მიზანს შავი ზღვის აუზის ქვეყნებში დაბინძურების ფორმების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, კერძოდ, დაცული ტერიტორიებისა და მდინარეების გაუდაბურების, ასევე ცირკულარული ეკონომიკის, ნარჩენების მართვისა და კლიმატის ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გაცნობა წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ პროექტს, რომელიც შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა) ახორციელებს.
პროექტის მიზანია თემებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ჩართულობის დონის გაზრდა გარემოს დაცვის აქტივობებში, განსაკუთრებით მდინარეების, ტბებისა და ზღვის სანაპიროებზე მიკროპლასტმასის რაოდენობის შემცირების ნაწილში.
პროექტი "EcoYOU" ითვალისწინებს ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საჯარო მოხელეებსა და ახალგაზრდულ ჯგუფებს შორის. პროექტის მთავარი ამოცანაა საერთო რესურსების გამოყენებითა და გამოცდილებების გაზიარებით ეფექტურად გადაჭრას დაბინძურების პრობლემები.