ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში
მიზანი: ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერა, რათა უკეთ მიიღონ გენდერული თანასწორობის ვალდებულებები და ხელი შეუწყონ ქალთა მონაწილეობისა და ლიდერობას ადგილობრივ ცხოვრებაში.
ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში
მიზანი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული ადგილობრივი განვითარების ეროვნული ჯგუფის მხარდაჭერა, ადგილებზე კონკრეტული ინსტიტუციების განხორციელების გზები.
შშმ პირთა დამოუკიდებლად ცხოვრების ხელშეწყობა
მიზანი: შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის აღსრულებაში მუნიციპალიტეტების დახმარება და შშმ პირთა დამოუკიდებლად ცხოვრების მხრადაჭერა.
გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია (კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში)
მიზანი: თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის მექანიზმების გაძლიერება და აღნიშნულ საკითხებზე ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება ადგილობრივ დონეზე.
ადამიანური რესურსების განვითარება (2006)
მიზანი: მუნიციპალური სერვისის ხარისხის ამაღლება მუნიციპალიტეტებში ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებების გაძლიერების გზით
ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის რეგიონული ოფისების განვითარება (2008)
მიზანი: თვითმმართველობის ასოციაციის ქმედითუნარიანობის გაძლიერება
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების უნარ-ჩვევების განვითარება საქართველოს მუნიციპალიტეტებში (2008-2009)
მიზანი: საგანგებოს სიტუაციებზე რეაგირების უნარ-ჩვევების განვითარება საქართველოს მუნიციპალიტეტებში
ეფექტიანობის და განვითარების ქსელი (N4ED) - (2018-2021)
მიზანი: საზოგადოების მაღალი ჩართულობით, შედეგების შეფასებით და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ კარგი პრაქტიკის ურთიერთგაზიარებით საქართველოს რეგიონებში კარგი მმართველობის დამკვიდრების ხელშეწყობა.
თვითმმართველობის ასოციაციციის ლობირების უნარ-ჩვევების განვითარება (2005)
მიზანი: ასოციაციის თანამშრომელთა ლობირებისა და ადვოკატირების უნარ-ჩვევების განვითარება
ფისკალური დეცენტრალიზაციის ინიციატივა (2005)
მიზანი: საქართველოში ფისკალური დეცენტრალიზაციის შესახებ საზოგადოებრივი დისკუსიის წარმართვის ხელშეწყობა
სახელმწიფო ინვესტიციების მენეჯმენტი მუნციპალურ დონეზე (2010-2011)
მიზანი: სახელმწიფო ფინანსების ეფექტური მენეჯმენტის ხელშეწყობა და ფინანსური სტრატეგიების შემუშავება
დეცენტრალიზაციის პროცესის მხარდაჭერა საქართველოში (2004)
მიზანი: თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ლობირების უნარ-ჩვევების განვითარება და მუნიციპალიტეტების ჩართვა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაში